კარგია, რომ გახარიამ ასე დაიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ გახარიას პრობლემა ექნებოდა, ვერ გადალახავდა ბარიერს, გამორიცხულია. მე ვიცი, რომ ჩემი პარტია არჩევნებში მარტო თუ გავა, ბარიერს ვერ გადალახავს, ამიტომ გამსხვილებები, ერთმანეთთან ლაპარაკი აუცილებელია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს: „ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ - ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის“.
„პარტიებთან თანამშრომლობაზე გახარიას პოზიცია კარგია, ეს ნიშნავს რომ ცოტა მიწდება. კარგია, რომ მან ასე დაიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ გახარიას პრობლემა ექნებოდა, ვერ გადალახავდა ბარიერს, გამორიცხულია. მე ვიცი, რომ ჩემი პარტია არჩევნებში მარტო თუ გავა, ბარიერს ვერ გადალახავს, ამიტომ გამსხვილებები, ერთმანეთთან ლაპარაკი აუცილებელია. აღარა ვარ პატარა ბიჭი, 46 წლის ვარ, აქამდე მეგონა, მარტო რქებით რომ მიაწვებოდი, აუცილებლად გაიტანდი, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, უფრო ვიაზრებ იმ ჭეშმარიტებას, რასაც უნივერსიტეტში პოლიტოლოგიაზე მასწავლიდნენ, რომ პოლიტიკა სინამდვილეში არის კომპრომისების ხელოვნება“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.