კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს. ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი, - ამის შესახებ  კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ყველას წაგვართვეს არჩევანი, ჩაგვიტარეს არა არჩევნები, არამედ, რაღაც რუსული სპეცოპერაცია. არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ახლა მოქმედება გვჭირდება. კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს. ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.