დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის - იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის - იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები. არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით“,- განაცხადა „პალიტრანიუსთან“ ელისაშვილმა.