დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი - თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალსანია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ხალხის ხარჯზე მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი აქვს.“

ყოფილი პრეზიდენტის დედა უმრავლესობის ლიდერს მოუწოდებს, არა სიტყვიერად, არამედ საბუთებით დაუდასტუროს მის მიერ ნათქვამი სიტყვები.

„ძალიან ვცდილობდი, რომ შენიღბული ვყოფილიყავი და ეს არ გამემხილა, ყოჩაღ კობახიძეს, რომ ეს მაინც აღმოაჩინა, დამნაშავე! რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი ძალიან მაინტერესებს და დამისაბუთონ, აბა, საბუთებით დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი. თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, ყველა ვინც ახლა მოვიდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.