ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„საქმე ის არის, რომ ჩემი შვილი აქედან რომ მიდიოდა, საერთოდ ცარიელი ხელით წავიდა, ის კი არა წასვლის წინ დაანგრია დედაჩემის და მამაჩემის სახლი, რომელიც ძალიან უყვარდა ჩემს მშობლებს, მარტო იმიტომ, რომ ბიბლიოთეკა უნდოდა აშენებულიყო. მეგობრებმა შესთავაზეს, რომ რაღაც საჩუქარს გაგიკეთებთო და ამან იმწუთში მოიფიქრა, რომ ბიბლიოთეკა აშენდეს და ამ ბიბლიოთეკისთვის გადაწყვიტა, რომ ის არის ყველაზე კარგი ადგილი, დაანგრია ჩემი მშობლების სახლი. აი ასე წავიდა ეს ადამიანი აქედან ცარიელი ხელებით. სხვათა შორის შემდეგ, ყველაფერი დაყადაღებული იყო ჩვენი და ერთადერთი, რაც არ იყო რატომღაც დაყადაღებული, ჩემდა გასაკვირად, ეს იყო მამაჩემის ქოშიგორის საკმაოდ დიდი ნაკვეთი. მე ეს ნაკვეთი გავყიდე მილიონად სხვათა შორის თითქმის, აი სულ ცოტა აკლდა მილიონს“- აღნიშნა გიული ალასანიამ.