უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, - იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და სხვა ოფიციალური პირები.
ანდრეი ერმაკმა დეკემბერში ევროკავშირისა და NATO-ს ის ქვეყნები დაასახელა, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ჯერჯერობით არ შეერთებიან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა - ავსტრია, ხორვატია, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი და NATO-ს წევრი ქვეყნები: თურქეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია.