პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასავლური იარაღით დარტყმების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან მათი იარაღის გამოყენებაზე რუსული სამხედრო ტექნიკაზე დარტყმებისთვის საზღვარზე და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
„ჯერჯერობით დადებითი არაფერია“, - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.
მასალაში არ არის დაკონკრეტებული, ისაუბრა თუ არა ზელენსკიმ კონკრეტულ პარტნიორებზე, რომლებთანაც უკრაინა შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს.