რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და ყოფილ პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
რუსეთის შსს-მ ორივეს მიმართ საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღძრა, თუმცა მუხლი დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის შსს-მ მაისში სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებზეც გამოაცხადა გეგმა.
მათ შორის არიან:
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლიტვინენკო;
უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაველ პეტრენკო;
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვალენტინ ნალივაიჩენკო;
უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე შლაპაკი;
უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი სტეპან კუბივი.