უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმაზე საგრძნობ პასუხს გასცემენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის გოგონა, ხოლო დაშავებულთა შორის 15 ბავშვია.
„სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა და ეს ფერისცვალების დღესასწაულზე მოხდა, მართლმადიდებელ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრები რუსეთის ამ ტერაქტს პასუხს გასცემენ, საგრძნობ პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტს გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.