უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლენა ზელენსკასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.
პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
"ფართო შეხვედრები გველის. მე პირადად მადლობას ვუხდი შვედეთს, რომ მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის," - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს უკრაინის სამხედრო დახმარების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, უკრაინის ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.