გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ", - მიმართა ზელენსკიმ ტრამპს.
ბრიტანულ Channel 4 News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია.
"გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ", - მიმართა ზელენსკიმ ტრამპს.
უკრაინის ლიდერმა "ძალიან სახიფათო" უწოდა იმას, რომ ტრამპი საუბრობს თავის განზრახვაზე, დაასრულოს უკრაინაში ომი 24 საათში.
"ანუ ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს - არც კი ვსაუბრობ რუსეთზე - ორივე მხარის გარეშე, ანუ ჩვენ გარეშე. [...] ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ მისი იდეა, რომელიც არავის სმენია, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის არ გამოდგება, მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი იდეა მაინც გავრცელდეს. და ეს ცოტა მაწუხებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.