უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დამატებითი პაკეტის საჭიროებაზე ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობის გააქტიურება.
"სანქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი პაუზა ზრდის რუსულ აგრესიას, ხოლო მე-11 სანქციების პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან გაჭიანურდა"- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყნის ლიდერს დახმარებისთვის და ასევე აღნიშნა, "საჭიროა მეტი ერთობლივი მუშაობა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ".