ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმების შედეგებისადმი მიძღვნილი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა ათჯერ გაიზარდა ომამდელ პერიოდთან შედარებით. „გასაგებია, რა სახის გადაწყვეტილებებია ეს. კორუფციული გადაწყვეტილებებია”, - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის თანამშრომლების მიმართ, „კიდევ უფრო უკეთ ჩანს", რამდენი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გაყალბებული და სამართალდამცველთა მიერ უკვე არის მკაფიოდ გამოვლენილი სამხედრო-სამედიცინო კომისიის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, დაფიქსირებულია კონკრეტული მტკიცებულებები.
„დახურულ რეჟიმშია ეს წარმოდგენილი. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი, სხვადასხვა ტერიტორიული ცენტრი კომპლექტაციის, სხვადასხვა ოფიციალური პირები. ქრთამები 3000 დოლარიდან 15000 დოლარამდე. ცალკე იქნება განხილული მათი სია, ვინც საზღვარგარეთ სამხედრო-სამედიცინო კომისიის აშკარად საეჭვო გადაწყვეტილებების წყალობით წავიდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „საუბარია სულ მცირe ათასობით ადამიანზე“.