რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება ყველა იმ ძალით, რომლის მობილიზებაც შეუძლია, -ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში.
“ოკუპანტები უკვე აძლიერებენ ზეწოლას ბახმუტის, უჰლედარისა და სხვა მიმართულებებით. მათ სურთ, ზეწოლა გაზარდონ. იმისთვის, რომ თავიანთი შეცდომა არ აღიარონ, რუსეთს უნდა, ბრძოლაში კიდევ მეტი ადამიანი და აღჭურვილობა ჩართოს.
ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ სამყაროში ყველა ჩვენგანმა უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმისათვის, რომ არა მხოლოდ ვუპასუხოთ რეგულარულ დანაშაულებს, არამედ შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ რუსეთის ახალი კრიმინალური ქმედებები”, - ამბობს ზელენსკი.