მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტებს, რათა სასჯელი დადგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, კიდევ უფრო დააახლოვა უკრაინის გამარჯვება. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტი, ძირი გამოუთხარეს მტრულ პოზიციებს და ლოგისტიკას, დაიცვეს ჩვენი საზღვრები და ქალაქები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია!
მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტებს, რათა სასჯელი დადგეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან იურიდიული ურთიერთქმედების ქსელის ჩამოყალიბებაში ისე, რომ შესაბამისი სასჯელები გამოცხადდეს და განხორციელდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.