უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კაუნასში საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთავზე მან განაცხადა, რომ "რუსეთმა უკრაინაში უნდა წააგოს".
"რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი და ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში და ესტონეთში, საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელთაც ახლა რუსი მკვლელები ემუქრებიან. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ეს ისტორიული შანსი გვაქვს", - განაცხადა მან.