გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას ადასტურებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა. ავდეევკადან, დონბასში. მშობლები დაჭრილები არიან. რუსული არტილერია… და ამავდროულად რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.