უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაშინ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ-ში რეალურად აცნობიერებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენ დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

„ჩვენ არ უნდა წავაგოთ ამ გზაზე, რადგანაც ომი არის ნამცხვარი, რომელიც შედგება გამარჯვებებისგან. პატარა გამარჯვევები, პატარა ნაბიჯები“, – ამბობს ზელენსკი.

ამავე ინტერვიუში ზელენსკი ვარაუდობს, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის წაგების შემთხვევაში, მასზე ზექმედება გაიზრდება როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე ქვეყნის შიგნითაც. მისივე თქმით, „ამ გამარჯვებას პუტინი დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს მიჰყიდის“.

„ჩვენი საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.