ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტებს უკრაინის, ისრაელისა და მოკავშირეებისთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, - იტყობინება ამერიკული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, პროცედურულ კენჭისყრაზე ინიციატივას მხარი 80-მა სენატორმა დაუჭირა., წინააღმდეგი კი 19 სენატორი იყო..
95-მილიარდიანი დახმარების კანონპროექტი უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. საბოლოო კენჭისყრის დღესვე ჩატარება გამორიცხული არ არის.