რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, რაც გაზრდის მოსკოვის შესაძლებლობებს, სამიზნეში ამოიღოს უკრაინის ინფრასტრუქტურა, – იუწყება The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანული რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდეს, თუ შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწევენ. მათი განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამშვებებისა და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან.
გასულ წელს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ხედავდა უფრო მეტ მინიშნებებს, რომ რუსეთი და ირანი თავდაცვის კუთხით პარტნიორობას აძლიერებდნენ. "თავდაცვის კუთხით გაძლიერებული ურთიერთობა დაეხმარება მოსკოვს უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში და ასევე საფრთხეს შეუქმნის ირანის მეზობლებს" – იტყობინება Reuters.