პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ.

ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების იდენტობის შესანარჩუნებლად გეგმას შეიმუშავებს.

"ეს არის სიმართლე ისტორიული წარსულის შესახებ, რომელიც უკრაინის მომავლისთვის არის აუცილებელი", – თქვა ზელენსკიმ.

დოკუმენტის მიხედვით, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიები დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებშია.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება შექმნის სპეციალურ ცენტრს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეისწავლის.

ამასთან, კიევი იმუშავებს უკრაინის შესახებ მოგონილი რუსული მითების გასაქარწყლებლად.