აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აიოვაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ, პირობა დადო, რომ "ძალიან სწრაფად" შეცვლის ვითარებას უკრაინაში და დარწმუნებულია, რომ შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დიალოგამდე მიყვანას, რომლებსაც "კარგად იცნობს" დიალოგში.
"მე და პუტინი მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. ეს კარგია და არა ცუდი. ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია რომ სიმართლეს ამბობდეს, ამ ქვეყანაში ჩვენი პრობლემების 90% მოგვარდებოდა... უკრაინაში საშინელი სიტუაციაა ...და ჩვენ ამას მოვაგვარებთ, ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ." - აღნიშნა ტრამპმა.
აიოვაში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მან შეძლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევა, რადგან, მისი თქმით, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.
მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დიალოგამდე მიყვანას შეძლებს.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, კარგად ვიცნობ ზელენსკის, შემიძლია მათი დიალოგამდე მიყვანა, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო." - აღნიშნა მან.