უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
"დღეს უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერეს. მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სირიელ ხალხს მათ გზაზე სტაბილურობისკენ.
სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან ჩვენი მოლაპარაკებების განმავლობაში ასევე დეტალურად განვიხილეთ იმედის მომცემი სექტორები თანამშრომლობის განვითარების მხრივ, ორივე ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობა.
შევთანხმდით, რომ ჩვენს ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ავაშენებთ", - წერს ზელენსკი.