აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღფრთოვანება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამბედაობის მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია Х-ში თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

"ის მამაცი ადამიანია და სასტიკ ბრძოლაშია", - თქვა ტრამპმა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ეს ციტატა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.