უკრაინა გადაურჩა ყველას, ვისაც მისი დაზიანება სურდა, რუსეთის აგრესიასაც გაუძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მცველების დღეზე განაცხადა.

"უკრაინის დამორჩილების ყველა მცდელობა მხოლოდ მისი აღორძინებით სრულდებოდა. უკრაინისა და უკრაინელების წაშლის ყოველი მცდელობა მტრულად განწყობილი იმპერიების დაშლით დამთავრდა. უკრაინა გადაურჩა არა მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელმაც სცადა უკრაინელი ხალხის განადგურება: უკრაინა გადაურჩა ყველას, ვისაც მისი დაზიანება სურდა. უკრაინა ახლაც დგას რუსეთის წინააღმდეგ და, ეჭვგარეშეა, რომ მის აგრესიას გაუძლებს", - განაცხადა ზელენსკიმ.