უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა შეერთებული შტატებისგან დაპირებული იარაღის მხოლოდ ნახევარი მიიღო, ხოლო ევროპული დახმარება ნაკლები არ არის.

„არსებობს სხვადასხვა ანგარიში სხვადასხვა ინსტიტუტიდან, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე სადაზვერვო სამსახურებიდან. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ნახევარი ვერ მივიღეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ როგორ გვეხმარება. ევროპა არანაკლებ დაგვეხმარა და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა იარაღის წარმოება გაზარდა და შეავსო არსენალი.

ზელენსკის თქმით, ბევრ რამეში ამერიკელებს უკრაინის გამოცდილება დაეხმარათ.

„უკრაინის რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, „ომი უფრო სწრაფად დასრულდება“.

თარგმანი: პირველი არხი