უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა.
ის ქვეყანაში ფინეთიდან გაემგზავრა. ზელენსკი გეგმავს შეხვედრას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
ასევე იგეგმება შეხვედრები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.