უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ომის მიმდინარეობასა და უკრაინის დახმარებას განიხილავს.
"სამიტის თემაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერა სკანდინავიური ქვეყნების მიერ, უკრაინის ურთიერთობები ევროკავშირთან და NATO-სთან, ისევე როგორც უკრაინის ინიციატივა სამართლიანი სამყაროს შესახებ", - წერს შვედეთის მთავრობა.
ზელენსკი შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს, ასევე შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ მინისტრებს.