ჩვენ არ ვესხმით თავს პუტინს ან მოსკოვს, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰელსინკიში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვესხმით თავს არც პუტინს, არც მოსკოვს, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ იარაღი ამისთვისაც არ გვყოფნის, ამიტომ ჩვენ არ დავსხმივართ თავს პუტინს, ჩვენ მას ტრიბუნალს დავუტოვებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.