“უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში დამარცხდება, თუ აშშ-ის კონგრესი მას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი შეტევებს სხვა ქვეყნებზეც განახორციელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვების დეფიციტის გამო კონტრშეტევების განხორციელება არ შეუძლია.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხის შეთანხმება 2023 წლის შემოდგომიდან ვერ ხერხდება. სენატმა უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მლრდ. დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში ამ საკითხის განხილვაც კი არ დაწყებულა.