უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ არის მზად, მოიწვიოს უცხო ქვეყნის ჯარისკაცები საბრძოლველად.
ზელენსკის თქმით, მათ უბრალოდ შეუძლიათ, გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები ან დაეხმარონ მათ ტექნიკის შეკეთებაში.
„გადაამზადეთ ჩვენი მებრძოლები აქ. ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფია, ვიდრე მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებში და მერე სარემონტო ჰაბების შექმნა, რათა დასავლური ტექნიკა, რომელიც ომში ზიანდება, აქვე შევაკეთოთ და არ დავხარჯოთ დრო ამ ტექნიკის შესაკეთებლად სხვა ქვეყნებში გასაგზავნად“, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა თქვას უარი სასაზღვრო მისიაზე.
„მაკრონმა ასევე შემომთავაზა ინიციატივა საზღვართან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ამაზე უარი ვთქვა? თუ ამას გააკეთებენ და ჩვენს საზღვართან ჩამოვლენ, მხოლოდ მადლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.