ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მან პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო კომპლექსის დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. მადლობელი ვარ ამერიკის მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მხარდასაჭერად. მადლობელი ვარ იტალიის ჩვენი ქვეყნის აღდგენაში ძალისხმევისთვის. ჩვენ ყველა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.