უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მთავარი ბრძოლები მალე დაიწყება.
"ძალიან მალე - მთავარი ბრძოლებია. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები და ჩვენი ხალხი რუსული ტყვეობისგან. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფო საზღვრის ხაზი - როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასაზღვრო ჯარების გმირობა, საიმედობაა, სიმტკიცე მძლავრად დაეხმარება უკრაინას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ გზაზე", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელი მესაზღვრეების დღესთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა "ფოლადის კორდონის" მოიერიშე ბრიგადას და ყველა სასაზღვრო ქვედანაყოფს ბრძოლაში "ძალა და წარმატებები" უსურვა.