უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი. ამ პოზიციაზე ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი დაინიშნა.
ზელენსკის არ უსაუბრია ცვლილებებზე.
ორშაბათს, 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვის" პოლკის შტაბის უფროსმა ბოგდან კროტევიჩმა მიმართა განცხადებით უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს და მოითხოვა გამოძიების ჩატარება ერთი უკრაინელი გენერლის მიმართ, რომელმაც „უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, ვიდრე რომელიმე რუსმა გენერალმა.”
გვარი მითითებული არ იყო, თუმცა "უკრაინსკაია პრავდა" წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ "აზოვის" შტაბის უფროსი გულისხმობდა სოდოლს.