უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელენსკი ამბობს, რომ შეხვდება ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ლიდერებს, გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს უსაფრთხოების სამ შეთანხმებას, რომელთაგან ერთ-ერთს ევროკავშირთან.
„ის გააძლიერებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებს, უკრაინას ფართო მხარდაჭერა გაუწიოს, მიუხედავად შიდა ნებისმიერი ინსტიტუციური ცვლილებისა “, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ აპირებს, მადლობა გადაუხადოს ყველა ევროპელ ლიდერს ერთიანობისთვის და უკრაინის ევროპული კურსის შეუქცევადობის დადასტურებისთვის, რომელმაც დაიწყო რეალური მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
„ყოველი ნაბიჯი არის დაახლოებისთვის ჩვენს ისტორიულ მიზანთან - მშვიდობა და კეთილდღეობა საერთო ევროპულ სახლში“, - დასძინა ზელენსკიმ.