უკრაინის პირველი ლედის თქმით, დასავლეთის მიერ ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის ეგზისტენციალურ რისკს ატარებს. ამის შესახებ ოლენა ზელენსკამ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"თუ მსოფლიო უკრაინის დახმარებით დაიღლება, ჩვენ უბრალოდ სიკვდილისთვის ვართ განწირულები. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია როდესაც ვხედავთ როგორ ქრება დახმარების სურვილი, ჩვენთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ამიტომაც არის მტკივნეული ამის ნახვა",- ამბობს ზელენსკა ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ფრაგმენტში. სრული ინტერვიუს ჩვენება 10 დეკემბერს შედგება.