28 სექტემბერს რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა.

ბოლო მონაცემებით უკრაინის დედაქალაქში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი 12 წლის გოგონა.

გარდა ამისა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ზაპოროჟიეში. ამ დროისთვის დაშავებულია 27 ადამიანი.

უკრაინის მასშტაბურ დაბომბვას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:

"ეს მზაკვრული თავდასხმა ფაქტობრივად გაეროს გენერალური ასამბლეის მიწურულს მოხდა და ასე აცხადებს რუსეთი საკუთარ რეალურ პოზიციებს. მოსკოვს სურს განაგრძოს ომი, მკვლელობები და სამყაროს მხრიდან მხოლოდ მკაცრ წნეხს იმსახურებს. კრემლისთვის მოგებიანი ამ ომისა და ტერორის გაგრძელება, სანამ არსებობს შემოსავლები ენერგეტიკიდან და ჩრდილოვანი ფლოტიდან".