უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება. ამის შესახებ მან Axios-ს განუცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა: "გჯერათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება?"
ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ".
ჟურნალისტმა ზელენსკის გაახსენა, რომ დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რმ ზელენსკის კარტი არ აქვს.
შეკითხვაზე, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი მას წარმატებას არ მოუტანს, მაშინაც კი, თუ ამ მომენტს ასე შევხედავთ, საზოგადოება, ამერიკის საზოგადოება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის", - თქვა მან.