რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, "ერებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება". ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტის, FOX News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. უკრაინაში ეს დაუსრულებელი მობილიზაცია, ისტერიკა, შიდა პრობლემები, ეს ყველაფერი... ადრე თუ გვიან, მაინც მივაღწევთ შეთანხმებას. და იცით რა? შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში უცნაურადაც ჟღერდეს, თუმცა: ერებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება". – თქვა პუტინმა.