მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, მისი გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განბლოკოს, - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებას უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება.