ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, დილით, უნგრეთის ნაციონალურ რადიოსადგურ Kossuth Radio-ს ეთერში გააკეთა
შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს შეუძლია დაამარცხოს ატომური ძალა. რუსეთი არ დაჯდება გულხელდაკრეფილი და არ დაელოდება, როდის დამარცხდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს რადიო Kossuth-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჩვენ უნდა ვიხაროთ, რომ აქ ომი არ არის და რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რათა ავიცილოთ „ჩვენი ჩათრევა ომში". ამერიკა აწარმოებს სამხედრო კამპანიას უნგრეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რამდენიც არ უნდა გვაიძულონ, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ომში, „ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მრავალი ათეული თუ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა“.
„უკრაინის ომში რთული კვირები გველოდება“. მოსალოდნელი შეტევა უკრაინელებისთვის არის უკანასკნელი მთავარი შესაძლებლობა და ამის შემდეგ სიტუაცია გაირკვევა. ბევრისთვის ცხადი ხდება, რა სამხედრო ვარიანტები რჩება. უფრო მოწესრიგებულ სიტუაციაში დიპლომატიური მოქმედებისთვის მეტი ადგილი იქნებოდა, - თქვა ორბანმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში „ყოველთვის მრავალი ინტერესია ჩართული“, იქნება ეს იარაღით ვაჭრობა, სპეკულანტები თუ კონტრაბანდისტები, ვისთვისაც ასეთი კონფლიქტი ოქროს მაღაროა.
არსებობს დასავლეთის ძირითადი ეკონომიკური ინტერესები, - თქვა მან, და მათ შორის, ალბათ, პირველ ადგილზეა ჯორჯ სოროსი, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა როგორმე ფეხის დადგმაზე უკრაინაში - რაც ასეც მოხდა - და მიეღო წვდომა რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე. მისი თქმით, ბევრს სურს მშვიდობა ევროპაში, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკა და ამერიკული გავლენა არ ტოვებს ადგილს მშვიდობისკენ მოწოდებაზე და მთელი ლიბერალური მედია „თითქმის უნისონში" არის ომის მომხრე.
ვიქტორ ორბანის თქმით, ვატიკანი დიდი მონდომებით ახორციელებს ძალების, კავშირების და გავლენის მობილიზებას, ცდილობს შეაჩეროს სისხლის ღვრა და ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი აქვს.
ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ვართ მშვიდობის მომხრე, - განაცხადა პრემიერმა.
ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით.
უკრაინა მისი მეზობელია. „ჩვენს ინტერესებში შედის ძლიერი და წარმატებული უკრაინა, რომელიც ღირებულებას შემატებს უნგრეთს; უკრაინა უბედურებაში, ომით განადგურებული, დანგრეული, სახიფათო, ასობით ათასი დაკარგული ადამიანით, ამცირებს უნგრეთის მიმზიდველობას“, - თქვა მან.
გარდა ამისა, უკრაინის ნაწილი არის „უძველესი უნგრული მიწა, რომელიც ახლა უკრაინას ეკუთვნის და იქ უნგრელები არიან ძირძველი მოსახლეები. უკრაინის ტანჯვა ასევე არის იქ მცხოვრები უნგრელების ტანჯვა", - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.
სწორედ ამიტომ არიან უნგრელები ნებისმიერ სხვა ევროპელ ხალხზე უფრო ძლიერად, ორმაგად არიან მოტივირებულები, რათა დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ინტერვიუს დროს ორბანი შეეხო აგრეთვე უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან და ენერგომატარებლებზე ფასების მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და აგრეთვე, ცხრა ქვეყნის, გერმანიის ხელმძღვანელობით, ინიციატივას ევროპულ კონსტიტუციურ წესრიგთან დაკავშირებით.
ამ უკანასკნელ საკითხზე საუბრისას ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრთა ორი მესამედის მიერ მიღებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი სხვა ქვეყნებისთვის მხარდაჭერის იძულება ნიშნავს მათთვის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების აკრძალვას.
მისი თქმით, მთელ დასავლურ სამყაროში ცდილობენ შეზღუდონ ერების დამოუკიდებლობა, ძალაუფლება და სუვერენიტეტი და რაც შეიძლება მეტი რამ წაართვან მათ და წარმართონ პოლიტიკა მათგან დამოუკიდებლად.
ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წყალგამყოფია, რადგან „ჩვენ გვჯერა ერების ევროპის“. ერთადერთი გამოსავალი არის ერების გაძლიერებაა, - თქვა მან.
ერები ფხიზლად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ისეთი დიდი ერი, როგორიც უნგრეთია. „თუ ჩვენ არ გვინდა, რომ გაგვსრისონ, ჩვენ უნდა დავიცვათ ერების ევროპის კონცეფცია"
სწორედ ამიტომ იყვნენ აქ ჩვენი „კონსერვატიული მეგობრები“. ბუდაპეშტში შეიკრიბნენ ისინი, ვინც ამ იდეით გაერთიანებულნი არიან და მზად არიან პოლიტიკური ბრძოლა აწარმოონ მსოფლიო ელიტებისა და სპეკულანტების წინააღმდეგ, - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას.