უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მიღება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული და მასთან ერთად „ევროკავშირსა და NATO-ს მომავალი წევრობის უკრაინის პერსპექტივები“. მის შესახებ მან ავსტრიის ყოფილ კანცლერ ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას განაცხადა.
შუსელის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა რეალურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას, ორბანმა თქვა, რომ შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ მომავალს, რადგან ომის ცხელი ფაზა გრძელდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე არ დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკრაინის გაწევრიანება დაიცავს ევროპას, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი უკვე NATO-ს წევრია და ეს ალიანსი რუსეთზე ძლიერია.
"არ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს წევრ ქვეყანას", - ამტკიცებს ვიქტორ ორბანი.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულ პარტნიორად უკრაინას მოლაპარაკებებში, „მხოლოდ აშშ-ს და შესაძლოა, ევროკავშირს“.