ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა უნგრულ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.