უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ იყოს, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.
მან ტრამპს მიმართა და დაბრუნება სთხოვა.
"პრეზიდენტი ტრამპი რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, არც ევროპაში, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, დაბრუნდით, მოგვიტანეთ კვლავ მშვიდობა", – განაცხადა ორბანმა.