ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.
პარალელურად, მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარაკასი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან დაამყაროს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები კომერციული შეთანხმებების გზით, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.
ვენესუელასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ს ვენესუელისთვის სამ ეტაპიანი გეგმა აქვს, რომელიც ქვეყანაში ვითარების სტაბილიზებით დაიწყება, შემდეგ კი, ქვეყნის აღდგენის და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ზედამხედველობას ითვალისწინებს.




