"ძალიან თბილი სალამი დანიას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

"ძალიან თბილი სალამი დანიას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს.

მოუთმენლად ველი უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ევროპის შექმნაზე ერთად მუშაობას.

დანიური პრაგმატიზმისა და ლიდერობის წყალობით, ევროპა საიმედო ხელშია." - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, დანიამ ოფიციალურად გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს 6-თვიანი როტაციული თავმჯდომარეობა ორი მთავარი პრიორიტეტით: უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა.