ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული პრესა ავრცელებს.

უნგრეთის მედია წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად:

ადამიანის სქესი  განისაზღვრება დაბადებისას ბიოლოგიური მახასიათებლის მიხედვით და შეიძლება იყოს მამრობითი ან მდედრობითი;

ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და მორალური განვითარების დაცვა, აგრეთვე მათი თვითიდენტიფიკაციის უფლება დაბადებისას მინიჭებული სქესის მიხედვით, არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც უპირატესია ძირითადი კანონით გარანტირებულ სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე - გარდა სიცოცხლის უფლებისა - და, როგორც ასეთი, სარგებლობს პროპორციული დაცვით;

ნაღდი ფულით გადახდის უფლება - ფუნდამენტური უფლებაა. ცვლილება არის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადახდის ოფიციალური საშუალებების შენარჩუნებას ბანკნოტებისა და მონეტების სახით, თუნდაც ელექტრონული გადახდის ინსტრუმენტების მზარდი სწრაფი გავრცელების პირობებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ნაღდი ანგარიშსწორების უფლების განთავსება საკუთრების უფლების გვერდით და პარალელურად;

ნარკოტიკების წარმოების, გამოყენების, გავრცელებისა და რეკლამირების კონსტიტუციური აკრძალვა ნათლად აჩვენებს, რომ უნგრეთი ატარებს გადამწყვეტ ზომებს ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მომავალი თაობების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ გზით სახელმწიფო ქმნის მკაფიო სამართლებრივ საფუძველს მკაცრი მარეგულირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის. შესწორებაში ნათქვამია, რომ აკრძალულია ნარკოტიკების წარმოება, გამოყენება, გავრცელება და რეკლამა;

ძირითადი კანონის ცვლილება ქმნის შესაძლებლობას, რომ უნგრეთის მოქალაქეობა უნგრეთის იმ მოქალაქეს, რომელსაც ასევე აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა (გარდა თავისუფალი გადაადგილებისა და ბინადრობის უფლების მქონე სახელმწიფოების მოქალაქეებისა) შეიძლება შეუჩერდეს  ძირითადი კანონით დადგენილი წესით;

ძირითად კანონის ცვლილების მიხედვით, მთავრობას უფლება ექნება გადაუხვიოს კანონის დებულებებს საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ ეროვნული ასამბლეის უმრავლესობის ორი მესამედის ნებართვით განსაზღვრული ვადით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიეცემა უფლება განახორციელოს მხოლოდ ძირითადი კანონით განსაზღვრული გადაუდებელი ზომები;

გარდა ზემოაღნიშნულისა, მეთხუთმეტე შესწორება აერთიანებს მოსამართლეთა და პროკურორთა ასაკობრივ შეზღუდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მათ უფლება ექნება დარჩნენ თანამდებობებზე 70 წლის ასაკის მიღწევამდე.  

საკონსტიტუციო ცვლილებები უნგრეთის პარლამენტმა მიიღო 140 ხმით 21-ის წინააღმდეგ.