უნგრეთის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ძირითად კანონში, რომელიც ლგბტქ+ საზოგადოებისთვის თავისუფლად შეკრებაზე, მათ შორის ყოველწლიური აღლუმის, პრაიდის გამართვაზე შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, უკანონოდ ჩაითვლება შეკრება, რომელიც ახალისებს ჰომოსექსუალობას, სქესის შეცვლას. ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეიძლება, დაეკისროთ 200 000 ფორინტის ოდენობის ჯარიმა.
კონსტიტუციაში ცვლილებებას 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21 წინააღმდეგი იყო.
როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ძირითად კანონში გაჩნდება მე-15 შესწორება, რომლის მიხედვითაც, ადამიანის სქესი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომელიც დაბადებისას განისაზღვრა. შესწორებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ შეკრების შეზღუდვა „ბავშვთა უფლებების დაცვით“ არის გამართლებული.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებოდა ყველა ოპოზიციური პარტია.
თარგმანი: პირველი არხი