უნგრეთის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და კანონით დასაშვებად მხოლოდ ორი სქესის აღიარება ცნო. კონსტიტუციაში შესწორების ინიციატორი მმართველი კოალიცია "ფიდესი" გახდა. 140 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგი.

ძირითად კანონში განხორციელებული ცვლილებები ლგბტქ+ საზოგადოებისთვის თავისუფლად შეკრებაზე, მათ შორის ყოველწლიური ე.წ. პრაიდის გამართვაზე შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილებას საპროტესტო აქცია მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.