რუსეთის ფედერაციას არ აქვს სერიოზული შეტევის პოტენციალი, – განაცხადა Yahoo News-თან ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.
„რუსეთს არ აქვს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ განახორციელოს სერიოზული შეტევის კიდევ ერთი მცდელობა სადმე უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან.
მაგრამ ამავე დროს, რუსეთის არმიას, ბუდანოვის თქმით, შეუძლია თავდაცვა:
"მათ შეუძლიათ სერიოზული თავდაცვითი მოქმედებების განხორციელება და ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხებით".
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ უკრაინის არმიის დაგეგმილი კონტრშეტევისგან ძალიან ბევრს ელიან.
მისი თქმით, უკრაინის "პირველი შეტევითი ფორმირების" 90%-ზე მეტი მზად არის ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ ზოგიერთი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ამთავრებს სწავლებას საზღვარგარეთ. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრისას რუსეთმა მიიზიდა დაახლოებით 500 ათასი ადამიანი, მათგან 300 ათასი უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზეა.